საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი

ბრძანება №01-14//№117

2016 წლის 28-27 მარტი

. თბილისი

 

 

სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე ქვეყნის შიდა კვოტების განსაზღვრის თაობაზე

 

 

მუხლი 1

 

ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებსაქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებსაქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტისა დანორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე ქვეყნის შიდა კვოტები განისაზღვროს დანართის შესაბამისად

 

მუხლი 2

 

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

დავით სერგეენკო

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

გიორგი მღებრიშვილი






დანართი №1

 

სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე ქვეყნის შიდა კვოტები

 

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე ქვეყნის შიდა კვოტები (შემდგომში - ქვეყნის შიდა კვოტები) წარმოადგენს  ქვეყნის წლიური მოთხოვნილების გათვალისწინებით განსაზღვრულ ლიმიტს, რომელიც დგინდება საჭიროებისამებრ, ერთ ან რამდენიმე სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე და იმ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე (შემდგომ ტექსტში - ფარმაცევტული პროდუქტი), რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო  კონტროლს.

2.  ქვეყნის შიდა კვოტა/კვოტები დგინდება საბჭოს დასკვნის საფუძველზე და მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი აქტით.
 3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივ ბრძანებაში მიეთითება ფარმაცევტული პროდუქტის გენერიკული დასახელება და შესაბამისი წლისათვის კვოტით დადგენილი რაოდენობა.

4. კვოტის გაანგარიშებისას/დადგენისას არ გაითვალისწინება სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საექსპერტო და კრიმინალისტიკური მიზნით, ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ან/და მასთან გათანაბრებული ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოში შემოტანის შემთხვევები, აგრეთვე ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე დაშვებისათვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო ნიმუშები.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 14 დეკემბრის ერთობლივი ბრძანება №01-62//№137- ვებგვერდი, 18.12.2018.

მუხლი 2. საბჭო

1. ფარმაცევტულ პროდუქტზე საჭიროების შემთხვევაში ქვეყნის შიდა კვოტის განსაზღვრის მიზანშეწონილობის თაობაზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით იქმნება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სათათბირო ორგანო - საბჭო.

2. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებსაქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.

3. საბჭოს შემადგენლობაში შედიან:
) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე;
) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისაბჭოს  თანათავმჯდომარე;
) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, საბჭოს წევრი;
) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, საბჭოს წევრი;
„ე) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წარმომადგენ(ლები)ელი, საბჭოს წევრ(ებ)ი;“;

) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირიწამლის სააგენტოს წარმომადგენ(ლები)ელი, საბჭოს წევრ(ებ);
) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენ(ლებ)ელი, საბჭოს წევრ(ებ);
) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის  წარმომადგენ(ლები)ელი, საბჭოს წევრ(ებ);
„თ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პოლიტიკის  დეპარტამენტის წარმომადგენ(ლები)ელი, საბჭოს წევრ(ებ)ი;“.

) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის  დეპარტამენტის წარმომადგენ(ლები)ელი, საბჭოს წევრ(ებ);
) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისსოციალური მომსახურების სააგენტოს  წარმომადგენ(ლები)ელი, საბჭოს წევრ(ებ);
) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი  – . საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის  წარმომადგენ(ლები)ელი, საბჭოს წევრ(ებ).
4. საბჭოს პერსონალური შემადგენლობაც მტკიცდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

5. საბჭოს საქმიანობაში შეიძლება მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის სხვა წევრებიც, სახელმწიფო უწყებათა ხელმძღვანელები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები (საბჭოს წევრის სტატუსით, ან მის გარეშე).

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 14 დეკემბრის ერთობლივი ბრძანება №01-62//№137- ვებგვერდი, 18.12.2018.

მუხლი 3. საბჭოს ფუნქციები და უფლებამოსილებები

1. საბჭო:

) ახორციელებს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებებისა და მასთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების  ლეგალური ბრუნვიდან არალეგალურ ბრუნვაში გადინების რისკების შეფასებას;

„ბ) ისმენს კომპეტენტური ეროვნული ორგანოს – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს შესაბამისი სამსახურების (სამედიცინო და ფარმაცევტული) მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ცალკეული ნივთიერებებისა ან/და მასთან გათანაბრებული ცალკეული სამკურნალო საშუალებების მოხმარების (ხარჯვის) და შესაბამისი კალენდარული წლისათვის რეალურად საჭირო სავარაუდო ოდენობების შესახებ;

) ისმენს კომპეტენტური ეროვნული ორგანოსსაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისწამლის სააგენტოს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ცალკეული ნივთიერებებისა ან/და მასთან გათანაბრებული ცალკეული სამკურნალო საშუალებების მოხმარების (ხარჯვის) და შესაბამისი კალენდარული წლისათვის რეალურად საჭირო სავარაუდო ოდენობების შესახებ;
) განიხილავს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ცალკეული ნივთიერებებისა ან/და მასთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე  ქვეყნის შიდა კვოტ(ებ)ის შემოღების (დადგენის) საჭიროების საკითხს; შეიმუშავებს რეკომენდაციებსა და წინადადებებს და წარუდგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრებს;

) განიხილავს წინადადებებს ქვეყნის შიდა კვოტაში შესატან ცვლილებებზე;

) შესაბამის ნივთიერებების არალეგალურ არხებში გადინებასა და არასამედიცინო მიზნით გამოყენების თაობაზე მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე განიხილავს შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვისა და, საჭიროების შემთხვევაში, ცალკეულ ნივთიერებებზე ფიქსირებული და შიდა კვოტების დადგენის მიზანშეწონილობის საკითხს;

) უფლებამოსილია, მოისმინოს/განიხილოს ინფორმაცია/წინადადებები კვოტის დადგენასთან დაკავშირებული პროცესების, შედეგებისა და თანმდევი რისკების თაობაზე და საჭიროების შემთხვევაში შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები.

2. დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად, საბჭო უფლებამოსილია:

) საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და დაწესებულებებიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია;

) შექმნას სამუშაო ჯგუფები და მოიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტები თავის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით;

) ითანამშრომლოს საბჭოს საქმიანობასთან გამომდინარე შესაბამის თემებზე მომუშავე შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

3. საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს, რომლებიც არ რეგულირდება ამ დებულებით,  წყვეტს საბჭო.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 14 დეკემბრის ერთობლივი ბრძანება №01-62//№137- ვებგვერდი, 18.12.2018.

მუხლი 4. საბჭოს მუშაობის ორგანიზება

1. საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში საბჭოს თანათავმჯდომარე.

2. საბჭო იკრიბება  თავმჯდომარის/საბჭოს თანათავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საჭიროებისამებრ.

3. საბჭოს თავმჯდომარე წარმოადგენს საბჭოს მესამე პირებთან ურთიერთობაში, ან ანიჭებს წარმომადგენლობის უფლებამოსილებას კომპეტენტურ პირებს/ორგანოს.

4. ამასთან, საბჭოს წევრების არყოფნის შემთხვევაში (მივლინება, შვებულება, დროებითი შრომისუუნარობა და ..), საბჭოს სხდომაში  მონაწილეობას იღებს ამ წევრის მოვალეობის შემსრულებელი.

5,,5. საბჭოს ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას და საბჭოს სამდივნოს ფუნქციებს ასრულებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.“;

. საბჭოს ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას და საბჭოს სამდივნოს ფუნქციებს ასრულებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტი.

6. საბჭოს სამდივნო:

) საბჭოს წევრებს ატყობინებს სხდომის ჩატარების თარიღს, დღის წესრიგს ათანხმებს სხდომის თავმჯდომარესთან და უგზავნის მათ;
) ხელმოსაწერად ამზადებს საბჭოს სხდომის ოქმებს და საოქმო ჩანაწერს უგზავნის  საბჭოს წევრებს, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, საბჭოს გადაწყვეტილებით, შესაბამის დაინტერესებულ დაწესებულებებს;

) ახორციელებს საბჭოს გამართული მუშაობისათვის საჭირო სხვა ორგანიზაციულ-ტექნიკურ ფუნქციებს.

,,7. საბჭოს სხდომები, როგორც წესი, იმართება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.“.

7. საბჭოს სხდომები, როგორც წესი, იმართება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.

8. საბჭოს სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე.

9. სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ  თავმჯდომარესა და საბჭოს სხვა  წევრებს.

10. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი და ეგზავნებათ სხდომაში მონაწილე საბჭოს ყველა წევრს.

11. საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით. ხმათა გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის  2017 წლის 3 აპრილის ერთობლივი ბრძანება №01-15/ /№175 - ვებგვერდი, 04.04.2017.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 14 დეკემბრის ერთობლივი ბრძანება №01-62//№137- ვებგვერდი, 18.12.2018.